Saturday, December 19, 2015

მე 9 დღე

გვქონდა ძალიან საინტერესო სატრენინგო დღე.შევაჯამეთ მიღებული ცოდნა,გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.ვარ ძალიან კმაყოფილი,რადგან მივიღე სასარგებლო ცოდნა,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
უღრმესი მადლობა თამარ რუაძეს! ის ძალიან ჭკვიანი და საყვარელი ტრენერი აღმოჩნდა!

Friday, December 18, 2015

მე-8 დღე

დავასრულეთ პროექტის გეგმის  გაწერა შაბლონში. ვისწავლეთ  გუგლის დისკის საქაღალდეების მოწესრიგება და ბლოგზე გაზიარება.

Wednesday, December 16, 2015

მე -7 დღე

ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში,ვისწავლეთ სლაიდ შოუს მომზადება.გადავედით ბლოგზე და შევისწავლეთ გაჯეტების ჩაშენება ბლოგზე.დავალებად მოგვეცა პროექტის გეგმის დასრულება შაბლონში.

Tuesday, December 15, 2015

მე-6 დღე

დღევანდელი სატრენინგო დღე დაიწყო ნასწავლი მასალის გამეორებით.
ვნახეთ მოსწავლის ნაშრომის ნიმუშები და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ვისწავლეთ power point ში ცხრილის ,გრაფიკის და ცნებათა რუკების აგება.

Wednesday, December 9, 2015

მე-3 დღე

 მე 3 სატრენინგო  დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით.ვისწავლეთ საკომუნკაციო ბუკლეტის  დამზადება,სურათის და ტექსტის ჩასმა.გვქონდა მიმართულების მიმცემი კითხვების პრეზენტაცია,გავეცანით ზოგად,თემატურ და შინაარსობლივ კითხვებს და გავაანალიზეთ მათი დანიშნულება.დავალებად მოგვეცა ჩვენი პროექტისთვის ჩამოვწეროთ მიმართულების მიმცემი,საკვანძო კითხვები და დავასრულოთ ბუკლეტის შინაარსობლივ ნაწილზე მუშაობა. 

Sunday, December 6, 2015

რეფლექსია

ტრენინგის მე 2 დღე საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემთვის.გავიხსენე ელექტრონულ პოსტაში მუშაობის  წესები და სტრუქტურ.  შევისწავლე გუგლ დისკის  დანიშნულება  და შევქმენით აქ საქაღალდეები,რასაც გამოვიყენებ ტრენინგის პროდუქტების  და ასევე ჩემთვის საჭირო სხვა დოკუმენტების  შესანახად.შევქმენი ბლოგი და ვისწავლე,  როგორ უნდა განვათავსო მასში საჭირო ინფორმაცია.მოვინიშნე თემა პროექტისთვის და გამოვაქვეყნე ბლოგზე შემდგომი მუშაობის პერსპექტივით.

მე-2 დღე

ჩემი პროექტის თემაა ,,რუსეთის გამოუცხადებელი ომი"